• თბილისი
  • 23°C
  • 14 ოქტომბერი, 2019
article

პროტესტი პარლამენტში - ხმაურისა და სტვენის გამო პლენარული სხდომა ვერ იწყება (ვიდეო)

პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა გაიხსნა, თუმცა სხდომის დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება. სხდომაზე იმყოფებიან მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტები, ისინი 20 ივნისს პარლამენტის სასახლის წინ განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ.

ასევე სხდომაზე არიან ოპოზიციონერი დეპუტატები „ევროპული საქართველოდან“. მათი ერთ-ერთი წევრი ელენე ხოშტარია სხდომაზე სასტვენითა და წარწერიანი – „სირცხვილია“ მაისურით მივიდა. ხოშტარიამ სტვენა დაიწყო, რაშიც მას პარტიის სხვა წევრებიც შეუერთდნენ.

მანდატურის სამსახურის უფროსი სთხოვს ხოშტარიას შეწყვიტოს სტვენა, თუმცა ოპოზიციონერი დეპუტატი ადგილს არ ტოვებს.

ამასთან, პარლამენტის შენობის გარეთ მოძრაობა „სირცხვილიასა“ და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები აქციას მართავენ.


თეგები :