• თბილისი
  • 23°C
  • 14 ოქტომბერი, 2019
article

"კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, შეცვალეთ ეს კანდიდატურა"

ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას დამტკიცება არ მოხდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ გიორგი გახარიას პრემიერად წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

"იმის ნაცვლად, რომ წყნარად და მშვიდად მოვემზადოთ საპარლამენტო არჩევნებისთვის, ერთი პროვოკაციული ნაბიჯი იცვლება მეორეთი. გახარიას წარდგენა პრემიერ-მინისტრის პოსტზე არის შეფურთხება ჩვენი სახელმწიფოსთვის, საზოგადოებისთვის, მთელი ოპოზიციური სპექტრისთვის და განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც თავის კონსტიტუციურ უფლებებსა და ქვეყნის ინტერესებს იცავდნენ 20 ივნისს, რომლებმაც ჯანმრთელობა დაკარგეს. არც ერთი ამ ადამიანის ჯანმრთელობა არ ღირს არც გახარიად და არც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებად, რომელიც განწირულია, დაპირისპირებულია საქართველოს მოქალაქესთან და ოპოზიციურ სპექტრთან. ყველაფერი უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, საზოგადოებამ, რათა პრემიერ-მინისტრის პოსტზე გახარიას დამტკიცება არ მოხდეს. კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, შეცვალეთ ეს კანდიდატურა, ნუ გაამწვავებთ დაპირისპირებას“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.


თეგები :