• თბილისი
  • 22°C
  • 14 ოქტომბერი, 2019
article

„პრემიერად და ძალოვან მინისტრებად უფრო პრორუსული მთავრობა მივიღეთ, ვიდრე აქამდე გვყავდა“

„პრემიერ-მინისტრობა ამ ქვეყანაში თურმე უნდა დაიმსახურო, თან სადღაც კულუარებში“, - ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას კანდიდატურის წარდგენას.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრად და ძალოვან მინისტრებად ქვეყანამ უფრო პრორუსული მთავრობა მიიღო, ვიდრე აქამდე ჰყავდა.

„ამას გარდა, როგორც ჩანს მსოფლიოში ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებმა გავლენა იქონია ამ გადაწყვეტილების მიღებაზე და კურსის ცვლილება სახეზე გვაქვს. ანუ, პრემიერ-მინისტრად და ძალოვან მინისტრებად ჩვენ მივიღეთ უფრო პრორუსული მთავრობა, ვიდრე აქამდე გვყავდა. ამან კი, არამგონია რამე სიკეთე მოგვიტანოს, რადგან ეს იქნება ყველაზე დეგრადირებული ვარიანტი, რადგან დაკარგული გვაქვს ყველანაირი სახე და პოზიცია. ეს ყველაფერი კი ნიშნავს იმას, რომ უნდა დავივიწყოთ „ქართული ოცნების“ ყველა დაპირება 2012 წლიდან მოყოლებული და დაველოდოთ ახალ ლოზუნგს - „უკან წარსულში“, - აღნიშნავს დავით ჭიჭინაძე.


თეგები :