• თბილისი
  • 10°C
  • 09 დეკემბერი, 2019
article

ჯაფარიძე ღარიბაშვილს: შენ და მეორე ირაკლიმ [სესიაშვილმა] გადაა**ით ერთმანეთს

„იმედი მაქვს, ეს მხოლოდ სტანდარტული და უკვე ტრადიციად ქცეული ბაქიბუქია, რომელიც ასავალ-დასავალის მკითხველ ელექტორატზეა გათვლილი“, - ასე პასუხობს „გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს.

რვა წელია გიყურებ და შენთვის უსაფრთხოების ან ეკონომიკის საკითხების ახსნას რომ აზრი არ აქვს, ვიცი, ამიტომ, იმედი მაქვს, ეს მხოლოდ სტანდარტული და უკვე ტრადიციად ქცეული ბაქიბუქია, რომელიც ასავალ-დასავალის მკითხველ ელექტორატზეა გათვლილი. ასეთ შემთხვევაში, შენ და მეორე ირაკლიმ [სესიაშვილმა], რომელიც, ასევე, ვითომ ქვეყანაზე ზრუნავს, გადაა***თ ერთმანეთს. მაგრამ, თუ მართლა რამე ნაბიჯების გადადგმას აპირებ, რომ ახალგაზრდები ისევ მონებად აქციო - ასავალ-დასავალში გახვეულს დაგტოვებთ თავდაცვის სამინისტროს სადარბაზოს შესასვლეთან“, - წერს ჯაფარიძე ღარიბაშვილის მისამართით.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ „გირჩის“ საქმიანობა, ჯარისგან ახალგაზრდების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საფრთხეს უქმნის სახელმწიფოსა და ჯარის ძლიერებას. მან იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს, თეა წულუკიანს მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ მასთან ერთად სამხედრო სავალდებულო სამსახურის საკითხს დაარეგულირებს.


თეგები :