• თბილისი
  • 12°C
  • 16 დეკემბერი, 2019
article

ვახტანგ გომელაური: ჩემთვის მიუღებელია პოლიციელის მკვლელის შეწყალება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მისთვის მიუღებელია პოლიციელის მკვლელის შეწყალება.

ასე უპასუხა ვახტანგ გომელაურმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულ რამაზ დევაძის შეწყალების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ვახტაგ გომელაური აცხადებს, რომ მძიმე დანაშაულის ჩამდენი მსჯავრდებულების შეწყალება არ უნდა ხდებოდეს.

„ვთვლი, რომ მძიმე დანაშაულები ვისაც აქვს ჩადენილი, შეწყალება არ უნდა ხდებოდეს. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. მით უმეტეს, პოლიციელის მკვლელის. ეს ჩემთვის მიუღებელია“, – აღნიშნა გომელაურმა.


თეგები :