• თბილისი
  • 25°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

რომან გოცირიძე: „ქართულ ოცნებაში“ ვერავინ ხვდება, რომ მათი მზის ჩასვენება დაიწყო

„ქართულ ოცნებაში“ ვერავინ ხვდება, რომ მათი მზის ჩასვენება დაიწყო, რასაც დაისი ჰქვია“, -  ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, „ოცნების“ წარმომადგენლები განადგურების გზაზე თავადვე მიდიან. 

„თუ გახსოვთ, წინა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ რადარებიდან გაქრებაო, მაგრამ რადარებზე ისეთი დიდი სიმძლავრით გამოვჩნდით, რომ ჩვენმა საპრეზიდენტო კანდიდატმა არჩევნებში 800 ათასი ხმა აიღო და რადარები გადაიწვა.

ვერ ხვდებიან, რომ განადგურების გზაზე თავად მიდიან, მაგრამ როგორ უნდა მიხვდნენ, როცა მზომავი რადარები გადამწვარი აქვთ. შეფასების კრიტერიუმებიც კი არ აქვთ, ილუზიებში იმყოფებიან. „ქართულ ოცნებაში“ ვერავინ ხვდება, რომ მათი მზის ჩასვენება დაიწყო, რასაც დაისი ჰქვია“, – განაცხადა გოცირიძემ.


თეგები :