• თბილისი
  • 25°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

„უპირველეს ყოვლისა დავაფუძნებთ საზოგადოებრივ მოძრაობას და მალევე დაფუძნდება პოლიტიკური პარტია“

„უპირველეს ყოვლისა დავაფუძნებთ საზოგადოებრივ მოძრაობას და მალევე დაფუძნდება პოლიტიკური პარტია“, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ორ დღეში გამოვაცხადებთ ჩვენი დაფუძნების თარიღს, საათსა და ადგილმდებარეობას. უპირველეს ყოვლისა დავაფუძნებთ საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელიც დავაანონსეთ და ასევე შეგატყობინებთ, როდის დაფუძნდება პოლიტიკური პარტია. ესეც იქნება მოკლე ხანში“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, იქნება თუ არა მათ გუნდში ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ამ თემაზე კვირიკაშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

„გიორგი კვირიკაშვილთან ჩვენ არც გვქონია კომუნიკაცია ამ თემასთან დაკავშირებით. როგორც იცით, გიორგი წავიდა პოლიტიკიდან. იგი მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციაში და არანაირი კომუნიკაცია ამ თემაზე ჩვენ არ გვქონია“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.


თეგები :