• თბილისი
  • 26°C
  • 20 სექტემბერი, 2019
article

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ხატია მოისწრაფიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხატია მოისწრაფიშვილი 2019 წლის 4 სექტემბერს სიტყვიერად გაფრთხილებულ იქნა პრეზიდენტის პრესსპიკერის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე, ხოლო 10 სექტემბერს გაეგზავნა შეტყობინება ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, – ამის თაობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, მოისწრაფიშვილის მიერ საჯარო სივრცეში გავრცელებული პირადი განცხადება პრესსპიკერის პროფესიულ მოვალეობას ეწინააღმდეგება.

„მის მიერ საჯარო სივრცეში გავრცელებული პირადი განცხადება ეწინააღმდეგება პრესსპიკერის პროფესიულ მოვალეობასა და სტანდარტებს. პრესსპიკერის თანამდებობა მკაცრად მოითხოვს, რომ მის მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული ყოველი განცხადება გამოხატავდეს მხოლოდ პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის პოზიციებს. შესაბამისად, პრეზიდენტის პრესსპიკერს მოეთხოვება პირადი განწყობების საჯარო სივრცეში გამოხატვისგან სრულად თავშეკავება.

ხატია მოისწრაფიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მუშაობის პრესსამსახურში გაგრძელების ოფიციალური შეთავაზება მიიღო“, – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.


თეგები :