• თბილისი
  • 13°C
  • 14 ნოემბერი, 2019
article

„გაეროს მთავარი ინტერესია, საქართველოში მრავალფეროვანი და თავისუფალი მედია არსებობდეს“

„მინდა, გაერო-ს სახელით ვთქვა, რომ ჩვენი მთავარი ინტერესია, საქართველოში არსებობდეს მრავალფეროვანი და თავისუფალი მედია, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში“, - ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა, ლუიზა ვინტონმა განაცხადა მედიაგარემოს შესახებ კომენტირებისას.

მისი თქმით, მოლოდინი პოზიტიურია, რომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები დაბალანსებულად გაშუქდება.

„პატივი მაქვს გითხრათ, რომ ისევე, როგორც წინა არჩევნების დროს, წინასაარჩევნო გარემოს ახლაც, 2020 წელს გაერო-ს განვითარების პროგრამა ევროკავშირთან ერთად დაიწყებს არჩევნების მედიაში გაშუქების მონიტორინგს, ჩვენ ძალიან ახლოს ვიმუშავებთ ყველა მედიასაშუალებასთან.

ჩვენი მოლოდინი იქნება პოზიტიური, დადებითი ცვლილებები მედია ლანდშაფტში, რომ გაშუქება მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების იქნება დაბალანსებული, თუმცა მრავალფეროვანი, ღია და გამჭვირვალე“, – განაცხადა საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა, ლუიზა ვინტონმა.


თეგები :