• თბილისი
  • 23°C
  • 14 ოქტომბერი, 2019
article

სააკაშვილი ხაზარაძეზე: ვირო მადლიო

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის კრიტიკას პასუხობს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"ვირო მადლიო - აი ეს ტიპი ამტკიცებს, რომ ვავიწროვებდი.

როგორ იზრდებოდა TBC ბანკი ჩვენი ხელისუფლების დროს: 2003 წელს ბანკის აქტივები იყო 126 მლნ. ლარი, 2012 წელს 3,9 მილიარდი ანუ გაიზარდა 24-ჯერ.

ამავე წლებში ბანკის სააქციო კაპიტალი იყო შესაბამისად 22 მილიონი ლარი და 604 მილიონი ლარი, ანუ გაიზარდა 27-ჯერ", - წერს სააკაშვილი.

შეგახსნებთ, ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს არსებულ ბიზნესგარემოსა და  ბიზნესმენებზე ზეწოლაზე ისაუბრა. მანამდე სააკაშვილმა ხაზარაძეს წვრილი მევახშე უწოდა.


თეგები :