• თბილისი
  • 23°C
  • 14 ოქტომბერი, 2019
article

იოჰანეს ჰანი საქართველოს ეწვია

დღეს, 16 სექტემბერს საქართველოს იოჰანეს ჰანი ეწვია, ევროკომისარი ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში.

იოჰანეს ჰანი ლისის ტბის მიმდებარედ განათლების მინისტრთან და თბილისის მერთან ერთად ევროკავშირის სტანდარტების მქონე „ევროპული სკოლის“ ახალი შენობისა და საერთო საცხოვრებლის მშენებლობის ადგილას სიმბოლურ კაფსულას ჩადებს.

დღის მეორე ნახევარში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ევროკომისარი იოჰანეს ჰანი პრესისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

იოჰანეს ჰანი შეხვდება ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს.


თეგები :