• თბილისი
  • 25°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

2012 წლის შემდეგ, ივანიშვილის „ქართუ ბანკის“ ქონება 500 პროცენტით - 2 მილიარდამდე გაიზარდა

მაშინ, როდესაც ივანიშვილი გვეუბნება რომ საქართველოში მომგებიანი ბიზნესი არ აქვს, მისი ბანკის - ქართუს ქონება 500 პროცენტით - 400 მილიონიდან 2 მილიარდამდე იზრდება.

ბანკი ქართუ სააქციო საზოგადოების სახით 1996 წელს დაარსდა და მისი კაპიტალი 2012-ში ანუ დაარსებიდან 16 წლის შემდეგ, მხოლოდ 400 მილიონამდე იყო. 

თუმცა, 2012 წლის შემდეგ, ივანიშვილის ბანკის ქონება, მათ შორის სახელმწიფო პროგრამების გამოყენებით, 400 მილიონიდან დაახლოებით 2 მილიარდამდე გაიზარდა. 

მეტიც, ქართუ ბანკი, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ყველაზე მზარდი მევახშეობის ინსტიტუტი გახდა, რომელიც კერძო ქონებას მარტივად ისაკუთრებს და ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს ბიზნესებსაც ართმევს.

ეროვნულმა ბანკის მიერ გამოქვეყნებული კომერციული ბანკების  2019 წლის მე-2 კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, „ქართუ ბანკის“ მოგება 11 მილიონ 917 ათას 268 ლარია.

2018 წლის მე-2 კვარტალის მონაცემებით კი, ქართუ ბანკის მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ, ჯამში, 36 მილიონ 559 ათას 044 ლარი შეადგინა.

2017 წელს, ქართუ ბანკის წმინდა მოგება 36 მილიონ 800 ათასი იყო.

ხოლო პროცენტულად, ქართუ ბანკის მოგება, 2015 წელს, სხვა კომერციულ ბანკებთან შედარებით, ყველაზე მეტად გაიზარდა. 

მაგალითად,  მოქმედი კომერციული ბანკებიდან, 2015 წლის პირველ კვარტალში, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, „ქართუს“ მოგება 17-ჯერ გაიზარდა და ბანკის წმინდა მოგებამ დაახლოებით 11.5 მილიონი ლარი შეადგინა. 

ეს მხოლოდ მცირე ფაქტებია იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ შოულობს ფულს და მდიდრდება ოლიგარქი ივანიშვილი საქართველოში წარმოებული ბიზნესით. 

საბანკო ბიზნესის გარდა, ივანიშვილი და მისი ოჯახი აკონტროლებს ხე-ტყის, ოქროს, სამშენებლო, უძრავი ქონების, ღვინის, ცემენტის, სპირტისა და სხვა მომგებიან ბიზნესებსაც. 

მისი ოჯახი საჯარო რეესტრის მონაცემებით, ჯამში, 40 მილიონ კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთსაც ფლობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის ლაგუნა ვერეს (12 ათასი კვ.მ), ყოფილ იპოდრომსა (400 ათასი კვ.მ) და ა.შ.