• თბილისი
  • 14°C
  • 20 ნოემბერი, 2019
article

ქართული ოცნების მომავალ საპარლამენტო სიაში ვოლსკი და პაპუაშვილი აღარ იქნებიან - კალაძის მიმართ კი შესაძლოა გამოძიება დაიწყოს

ექსკლუზივი: ქართული ოცნების სხვა ოდიოზურ სახეებთან ერთად საპარლამენტო ცხოვრებას ემშვიდობება გიორგი ვოლსკიც.

მმართველი პარტიიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ივანიშვილმა ქართული ოცნების დეპუტატების პოზიტიური რეიტინგი გაზომა. 

შედეგებიც მიხედვით კი, კრიტიკას ვერ უძლებენ: მდინარაძე, კილაძე, წილოსანი, ვოლსკი, ქანთარია, პაპუაშვილი და სხვები...

შესაბამისად, ოლიგარქმა, რომელმაც უკვე დაიწყო ფიქრი მომავალი სიის შედგენაზე, გადაწყვიტა: აღნიშნული პირები საპარლამენტო ცხოვრებას ჩამოაშოროს. 

მეტიც, ქართული ოცნების კულუარებში ამბობენ რომ უკვე რამდენიმე თვეა, ივანიშვილი ვოლსკის სატელეფონო ზარებსა თუ სმს შეტყობინებებს აღარ პასუხობს, რასაც გახმაურებული კორუფციული თემებიც დაემატა - 70 მილიონიანი ტენდერი თუ სასტუმრო კომპლექსი კვარიათში, ვერტმფრენის დასაჯდომით.

ივანიშვილი მათ თბილ ადგილებსა და მაღალ ანაზღაურებას ჰპირდება - რა თქმა უნდა, კვლავ ხალხის ხარჯზე და სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში, მაგრამ "დაწუნებულებიდან", საპარლამენტო სიაში თავისი ადგილისათვის ყველაზე ჯიუტად მაინც გიორგი ვოლსკი იბრძვის...

საკუთარი გეგმები აქვს პროდასავლურ  ოპოზიციასაც, რომელიც გამარჯვებაზეა ორიენტირებული და თვლის რომ ივანიშვილს, რომელმაც გაზარდა სიღარიბე, უმუშევრობა, კრიმინალი და დააბრუნა კორუფცია, ხელისუფლების მიტაცების შესაძლებლობა აღარ უნდა მიეცეს. 

რა ელოდება კალაძეს? 

პარალელურად, „ივანიშვილი ფიქრობს კალაძის კორუფციული ინტერესების შეზღუდვაზე, რათა მისი მხრიდან დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის დაწყება გამორიცხოს“.

ზოგადად, ოლიგარქს ასეთი სტილი აქვს: ჯერ ამა თუ იმ ბიუროკრატს საშუალებას აძლევს კორუფციაში გაისვაროს, შემდეგ კი რეპრესიულ მანქანას ქოქავს, რათა მისგან გარანტირებული მონური მორჩილება მიიღოს.

ასეთი გეგმები აქვს კახი კალაძის შემთხვევაშიც. მისი გარემოცვის მიერ ენერგეტიკის სფეროში არსებული კორუფციული გარიგებების ფაქტებზე პროკურატურა ხმაურიანი დაკავებისათვის ემზადება. 

არ გამოირიცხება კალაძის დაკითხვებზე სიარულიც და მისთვის ბრალიც წაყენებას, თუ რა თქმა უნდა, თბილისის მერი ივანიშვილის დირექტირევებს ზედმიწევნით და მორჩილად არ შეასრულებს.


თეგები :

სია