• თბილისი
  • 12°C
  • 16 დეკემბერი, 2019
article

კალაძის სიდედრი ამ წუთებში მილიონ 459 ათასის ქონებას ირეგისტრირებს

თბილისის მერის, კახი კალაძის სიდედრმა, ნინო ჭუმბურიძე არეშიძემ დღეს ლუბლიანაზე მდებარე ორიდან ერთი ფართი უკვე დაირეგისტრირა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, თბილისის მერის სიდედრის სახელზე უკვე გადავიდა ლუბლიანას 38-ში მდებარე ბინა ნომერი 73, ფართით 301 კვ.-.

ამავე დროს, ნინო ჭუმბურიძე-არეშიძე ამ წუთებში ელოდება მეორე ფართის რეგისტრაციასაც, რომელიც იმავე მისამართზე, ლუბლიანას 38-ში მდებარეობს.

ეს არის ბინა ნომერი 74 და მისი ფართი 354 კვ.-ია.

ლუბლიანას ქუჩა დიღმის მასივშია და იქ ერთი კვ. ფართი საშუალოდ 700-800 დოლარი ღირს.

შესაბამისად, თუ იმ ქონების ჯამს (301+354=655 კვ.მ) ავიღებთ, რომელსაც თბილისის მერის სიდედრი ამ წუთებში ირეგისტრირებს და საშუალოდ 750 დოლარზე გავამრავლებთ, გამოდის რომ კალაძის სიდედრის ქონება რამდენიმე საათში კიდევ 491 ათას 250 დოლარით გაიზრდება, რაც ეროვნულ ვალუტაში (კურსით 2.97) 1,459,012 ლარია.

რა სახსრებით ირეგისტრირებს სიღარიბით სავსე ქალაქის მერის სიდედრი ერთ დღეში ასეთ ძვირადღირებულ ქონებას, .. საავადმყოფოების ქუჩაზე, ამის შესახებ ნინო ჭუმბურიძე-არეშიძე დუმს.

ამიტომ ჩნდება კითხვები თბილისის მერის მიერ ფულის გათეთრების შესახებ, რადგან კახი კალაძე მსგავს მაქინაციებში ადრეც შემჩნეული იყო.

მაგალითად, ის დეკლარაციებში უთითებს რომ ასობით ათასი ევრო და დოლარი უკრაინაში რეგისტრირებული იმ ორი კომპანიიდან მიიღო, რომელშიც მას წილი აქვს.

თუმცა, როდესაც პრესა.ჯიმ გადაამოწმა, აღმოჩნდა რომ ამ კომპანიებს იმ წლებში მოგება ან საერთოდ არ ჰქონდათ ან იმდენად მინიმულურ მოგებაზე მუშაობდნენ რომ უკრაინიდან კალაძე ასეულობით ათას ევროს და დოლარს ვერაფრით ვერ მიიღებდა.

ეს კი იმაზე მიუთითებს რომ კალაძემ უბრალოდ, ფული გაათეთრა. კერძოდ: შესაძლოა მან არალეგალური შემოსავალი მიიღო და მისი ლეგალიზაცია რომ მოეხდინა დეკლარაციაში ამ თანხების წყაროდ უკრაინული ბიზნესი მიუთითა.