• თბილისი
  • 18°C
  • 12 ნოემბერი, 2019
article

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი: „ბასტი-ბუბუს“ ვუყურებ ხოლმე

„უფრო მეტად, შვილების შემხედვარე, „ბასტი-ბუბუს“ ვუყურებ ხოლმე“, - ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა პაატა სილაგაძემ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის, ხათუნა გოგორიშვილის რეპლიკას, რომელმაც გაოცება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ კანდიდატმა ინფორმაცია ტელევიზიიდან მიიღო.

მანამდე კი ოთარ კახიძე დაინტერესდა, იცნობდა თუ არა „თიბისი ბანკის“ საქმეს პაატა სილაგაძე, რაზეც მან უპასუხა, რომ ფაქტის შესახებ ტელევიზიიდან გაიგო.

„საქმეს არ ვიცნობ. ფაქტი ვიცი, რომ მიმდინარეობს. ტელევიზიიდან გამომდინარე, მაგრამ დეტალები არ ვიცი“, - აღნიშნა სილაგაძემ.

მის განცხადებას კი ხათუნა გოგორიშვილი გამოეპასუხა და აღნიშნა, რომ სილაგაძე არის პირველი კანდიდატი, ვინც თქვა, რომ ტელევიზორს უყურებს. რაზეც მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა, რომ შვილების გამო, უფრო მეტად „ბასტი -ბუბუს“ უყურებს.