• თბილისი
  • 6°C
  • 13 დეკემბერი, 2019
article

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 13 კანდიდატს მოვუსმინეთ და ისეთი სურათია, რომ მხოლოდ კოშმარულ სიზმრებში შეიძლება წარმოიდგინო“

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 13 კანდიდატს მოვუსმინეთ ამ დრომდე და ისეთი სურათია, რომ მხოლოდ კოშმარულ სიზმრებში შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანმა“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, კანდიდატ პაატა სილაგაძის მოსმენა საპარლამენტო მოსმენების ისტორიაში უნდა შევიდეს, როგორც ნიმუში, რა შეიძლება დაინახო ყველაზე საშინელი სასამართლოში.

„სერიალებად მიყვება, ვინ ვისზე უარესია. თუ არ ჩავთვლით ერთი-ორ გამონაკლისს, მთლიანობაში სურათი მართლა კატასტროფულია. მათი უმეტესი ნაწილი უვადოდ არჩეული მოსამართლეა და ჩვენ ვნახეთ, რომ მათი კომპეტენცია, კვალიფიკაცია, კეთილსინდისიერება ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. ბოლო, გუშინდელი მოსმენა, საერთოდ საპარლამენტო მოსმენების ისტორიაში უნდა შევიდეს, როგორც ნიმუში, რა შეიძლება საპარლამენტო ტრიბუნიდან სასამართლოში ყველაზე საშინელი დაინახო. რამდენად შეიძლება დაცემული იყოს სასამართლოში მოსამართლის სტანდარტი, ეს ჩვენ ვნახეთ გუშინ პაატა სილაგაძის მაგალითზე,"- განაცხადა ბესელიამ.


თეგები :

ეკა ბესელია