• თბილისი
  • 12°C
  • 16 დეკემბერი, 2019
article

დიმიტირი გვრიტიშვილი იუსტიციის საბჭოში ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმტირი გვრიტიშვილი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს საბჭოში უფლებამოსილება შეუწყვიტოს.

როგორც გვრიტიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტისადმი ამ მიმართვის საფუძველი ანა დოლიძის პოლიტიკური საქმიანობაა, რაც მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი  საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელია.

გვირიტიშვილის განცხადებით,  დოლიძემ არაერთხელ გააკეთა პოლიტიკური განცხადებები და მოწოდებები, მათ შორის მოითხოვა პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაც.

„ამ მომართვის მიზანია უფლებამოსილება შეუწყდეს ანა დოლიძეს, რადგან იგი უკვე არსებითად ახორციელებს პოლიტიკურ საქმიანობას, რაც აბსოლუტურად შეუთავსებელია იუსტიციის საბჭოს წევრობის სტატუსთან. ასევე იგი სისტემატიურად არღვევს საჯარო მოსამსახურის ეთიკას. მისი ქმედებები არამხოლოდ სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციისკენაა მიმართული, არამედ ზიანს აყენებს მის თანამდებობაზე დამნიშვნელ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტს, საქართველოს პრეზიდენტსაც“, – აღნიშნულია პრეზიდენტისადმი მიმართვაში, რომელიც გვრიტიშვილმა საბჭოს წევრებს გააცნო.


თეგები :