• თბილისი
  • 8°C
  • 10 დეკემბერი, 2019
article

ის ფაკულტეტი, რომელზეც გახარია თითქოსდა ლომონოსოვში, 1994-99 წლებში სწავლობდა, 2008 წელს შეიქმნა - ოფიციალური დოკუმენტი

ექსკლუზივი: პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის საიტზე იყო განთავსებული, მან ლომონოსოვის სახელობის პოლიტოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, სადაც 1994-99 წლებში სწავლობდა.

იგვე ეწერა გახარიას ბიოგრაფიაში მაშინაც, როდესაც ის ეკონომიკისა და შს მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 

პრესა.ჯიმ გახარიას ბიოგრაფიის ამ ნაწილის გადამოწმება დაიწყო. მოვიპოვეთ მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტის შექმნის ოფიციალური ბრძანებაც, რომელსაც უცვლელად ვაქვეყნებთ. ამ ბრძანებას ხელს რექტორი აწერს.

აღმოჩნდა რომ მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოლიტოლოგიის ფაკულტეტი 2008 წელს შეიქმნა, რაც რექტორის ხელმოწერილი ოფიციალური დოკუმენტით დასტურდება. 

ზუსტად ამ დოკუმენტით და ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის - სადოვნიჩის ბრძანება ნომერი 659-ით ირკვევა რომ ბატონი გახარია, თადუმაძის არ იყოს, ვერაფრით ვერ ისწავლიდა 1994-99 წლებში იმ ფაკულტეტზე, რომელის 2008 წელს შეიქმნა. 

ბრძანება

„ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პოლიტოლოგიის ფაკულტეტის შექმნის შესახებ

2008 წლის 29 აგვისტოს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად

ბრძანება 

1. მოსკოვის უნივერსიტეტში შექმენით პოლიტოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფიური ფაკულტეტის განყოფილებების საფუძველზე.

2. დაინიშნოს პროფესორი შუტოვი, პროფესორი ანდრეი იურიევიჩი, პოლიტოლოგიის მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკან–ორგანიზატორად, ფილოსოფიური ფაკულტეტის სახელმწიფო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსად.

პოლიტოლოგიის მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს ჩაუტარდეთ  ტრენინგი „პოლიტიკურ მეცნიერებაში“. მათთან ერთად, მომზადება გაიარონ  პოლიტიკურ მეცნიერებაში უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე  სტუდენტებმაც.

4. დაევალოს დეკანს, პოლიტოლოგიურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზატორს, პროფესორს ა. ი. შუთოვს, 2008 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით, რომ  შეთანხმებისამებრ, წესრიგში მოიყვანოს პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

5. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსურმა  დეპარტამენტმა  (გ. ა. სავიცკაია) წარადგინოს წინადადება ფილოსოფიის ფაკულტეტის კადრების შეცვლისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პერსონალის პროექტის შესახებ.

6. ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორი ვ. მირონოვს და პოლიტიკური მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზატორს, პროფესორსა. ი. შუტოვს, 2008 წლის ოქტომბრამდე,  მოუწევთ წარადგინონ ახალი წინადადება. კერძოდ კი, ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლების პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტში გადაყვანის და სასწავლო პროგრამების კონსოლიდაციის შესახებ.

7. საკადრო პოლიტიკისა და შრომის კოდექსის თანახმად, (ვ. ა. მამონტოვი) განხორციელედს ფილოსოფიის ფაკულტეტის პერსონალის გადაყვანა პოლიტოლოგიის მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

8. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორ ვ.ლ ტროფიმოვმა მიაღწიოს შეთანხმება იმის შესახებ, რომ პოლიტოლოგიის ფაკულტეტი უზრუნველყოფილი იყოს საჭირო ტერიტორიით“.

ცხადია, ამ ინფორმაციის გადამოწმება ჩვენ ოფიციალურადაც ვცადეთ და მის გარემოცვას რამდენჯერმე დავუკავშირდით. 

დღეს კი, როდესაც ხელთ გვქონდა ლომონოვსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ოფიციალური ბრძანების ასლი, აღმოვაჩინეთ რომ გახარიას ბიოგრაფიაში ცვლილებებია. 

კერძოდ, საქართველოს მთავრობის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში წერია რომ გახარია 1994-1999 წლებში სწავლობდა მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მიენიჭა პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი. 

გახარიას ბიოგრაფიის ამ ნაწილიდან რატომღაც გაქრა პოლიტოლოგიის ფაკულტეტი, რომელიც მას აქამდე ოფიციალურად ჰქონდა მითითებული. 

ამავე დროს, ჩვენ ასევე მოვიპოვეთ ცნობა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საიტიდან. 

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ გვერდზე დღემდე არის მითითებული რომ ბატონი გახარია ლომონოსოვში 1994-99 წლებში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. ამ საიტს ხოლო წყაროდ დასახელებული აქვს gov.ge ანუ საქართველოს მთავრობა.

მეტიც, ასევე მოვიძიეთ საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში გაგზავნილი დოკუმენტების ნაწილი. 

ამ დოკუმენტებით მთავრობა პარლამენტს მინისტრობის კანდიდატების შესახებ უგზავნის ინფორმაციას, სადაც ასევე მითითებულია რომ ბატონი გახარია ლომონოსოვში სწავლობდა და 2000 წელს ამ უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტი დაასრულა. 

კიდევ უფრო მეტი, ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ რომ გახარიამ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა 1994 წელს. 

ეს კი იმას ნიშნავს რომ 1975 წლის 19 მარტს დაბადებულ გახარიას 19 წლის ასაკში დაუმთავრებია თსუ. 

თუმცა, როგორც ჩანს იმიტომ რომ ჩვენ ამთემებზე მასალის მომზადება დავიწყეთ, გახარიამ მისთვის ყველა ხელმისაწვდომ პლატფორმაზე თავისი ბიოგრაფიის ეს ნაწილიც შეცვალა, რათა სიყალბე და მის მიერ დიპლომის ყიდვის ამბავი არ გამოაშკარავებულიყო. 

თუმცა, მან, ალბათ არ იცის რომ ხელნაწერები არ იწვიან. ხელნაწერები და დოკუმენტები, რომლითაც დგინდება რომ თადუმაძის შემდეგ ახალი ვუნდერკინდი გვყავს, რომელიც 19 წლის ასაკში თსუ-ს დასრულების შემდეგ, ლომონოსოვში ჯერარშექმნილ ფაკულტეტს ამთავრებს წინასწარ. 

P.S: იხილეთ მიმაგრებული ფოტოები (დააჭირეთ გასადიდებლად) და ვიდეო.


თეგები :

გახარია