• თბილისი
  • 13°C
  • 16 დეკემბერი, 2019
article

„ივანიშვილმა ფეხქვეშ გათელა რწმენაც, ღირებულებებიც, ეკლესიაც, სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტებიც“

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„ეს არის ივანიშვილის ძალმომრეობის პოლიტიკის შედეგი. მან ფეხქვეშ გათელა რწმენაც, ღირებულებებიც, ეკლესიაც, სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტებიც. ყველაფერი გააბაიბურა ქვეყანაში დაამკვიდრა ქაოსი, არეულობა, შუღლი და დაპირისპირება და რუსული გავლენები.

ამიტომ, სახელმწოფოებრივი ამოცანაა ოლიგარქის ჩამოცილება ხელისუფლებისაგან, რათა ქვეყანას მიეცეს ამოსუნთქვის და სწრაფი განვითარების საშუალება“, - აღნიშნა სააკაშვილმა.