• თბილისი
  • 10°C
  • 09 დეკემბერი, 2019
article

გიორგი გახარია საპატრიარქოში ილია მეორეს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ხვდება.

გიორგი გახარია საპატრიარქოში რამდენიმე წუთი წინ მივიდა. ადგილზე იმყოფება პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიც.

საპატრიარქოში გუშინ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის პეტრე ცაავა მღვდელთმთავრობიდან გაათავისუფლეს. გარდა ამისა, წმინდა სინოდმა მეუფე იაკობი გააფრთხილა. ასევე, სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.

ამასთან, გუშინვე, თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე საგანგებო განცხადება გააკეთა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მსგავსი წარმოუდგენელი თავდასხმები საქართველოს პატრიარქზე, ქვეყნის სულიერ სიმბოლოზე, არის შეტევა ქვეყანაზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და ეკლესიაზე.


თეგები :