• თბილისი
  • 7°C
  • 07 დეკემბერი, 2019
article

გახარია: ის, რაც გუშინ ვიხილეთ, არის მიზანმიმართული შეტევა სახელმწიფოსა და ეკლესიაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გუშინ განვითარებულ მოვლენებს სახელმწიფოსა და ეკლესიაზე შეტევას უწოდებს.

როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებისას აღნიშნა, გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც არ სურთ ქვეყნის წყნარი, მშვიდობიანი განვითარება, ცდილობენ, ქვეყანას ზიანი მიაყენონ სხვადასხვა სახის პროვოკაციით.

„ასეთი მცდელობა ჩვენ ვნახეთ რამდენიმე ხნის წინ, როდესაც რევოლუციურ სცენარს გვიგეგმავდნენ სახელმწიფოსთან და მთავრობასთან მიმართებაში. დღეს, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, დესტრუქციული ქმედებებით შეიტანონ გაურკვევლობა ეკლესიაში. ეს არის დაუშვებელი. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველოს პატრიარქი არის სიმბოლო ეკლესიისა და სახელმწიფოებრიობის. არავის მივცემთ უფლებას, სახელმწიფოსა და  ეკლესიაში მსგავსი დესტრუქციული ქმედებებით რისკის ქვეშ დააყენონ ჩვენი და ჩვენი შვილების ხვალინდელი დღე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.


თეგები :