• თბილისი
  • 13°C
  • 16 დეკემბერი, 2019
article

გიგა ბოკერია: საკუთარი გარემოცვის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ყველას ცხოვრება გაართულა

„ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას ყოველთვის პოლიტიკური ქულების ჩასაწერად იყენებდა“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.

როგორც ბოკერიამ განაცხადა, საკუთარი გარემოცვის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ყველას ცხოვრება გაართულა.

„ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას ეუბნება, რომ ერთხელაც მომატყუებინე თავი. სასაცილოა, ეს ყველაფერი დაკავშირებული რომ არ იყოს თითოეული მოქალაქის ცხოვრებასთან. საკუთარი გარემოცვის გარდა, ყველას ცხოვრება გაართულა. ახლა მოდის მთავარი არჩევნები, სადაც მისი ბედი უნდა გადაწყდეს და დარწმუნებული ვარ, ისე გადაწყდება, როგორც ჩვენ ქვეყანას სჭირდება. აღარ მოტყუვდება ქართული საზოგადოება ამ ადამიანის და მისი გარემოცვის ამ უტიფარი დაპირებებით. არა თუ დაპირებები არ შეასრულა, არამედ პირიქით, მთელი ქვეყანა შეიყვანა ჩიხში მისმა მავნებლურმა პოლიტიკამ. ეს კაცი ქველმოქმედებას პოლიტიკური ქულების ჩასაწერად იყენებდა ყოველთვის. ქველმოქმედებაა, როდესაც ამას აკეთებ უკუგების ინტერესის გარეშე. როცა პოლიტიკური კამპანიისთვის ხარჯავ შენ ფულს, ეს არა ქველმოქმედება, არამედ პოლიტიკური კამპანიაა. მას შეუძლია, უსასრულოდ მოატყუოს ხალხი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.


თეგები :