• თბილისი
  • 10°C
  • 09 დეკემბერი, 2019
article

„მეუფე პეტრე მსოფლმხედველურად არის ბნელზე უფრო ბნელი, პოლიტიკურად რუსოფილი და ადამიანი, რომელიც უმადურია“

„პეტრე მსოფლმხედველურად არის ბნელზე უფრო ბნელი, პოლიტიკურად რუსოფილი და ადამიანი, რომელიც უმადურია“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ პეტრე ცაავას გუშინდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით განაცხადა. 

„ვიხილეთ ადამიანი, რომელიც უბრალოდ უმადური და არათანმიმდევრულია. როცა იტყვიან, რომ პატრიარქმა კარგი რა გააკეთა და ვერაფერს ჩამოთვლი(და ამას აკეთებს ადამიანი, რომელიც 10 წლის წინ იძახდა, რომ ილია მეორე არის ბიბლიური დავითის შთამომავალი), უსინდისო იყავი ან მაშინ ან ახლა ან ორივე შემთხვევაში“, - აღნიშნა გიგი უგულავამ „ტვ პირველის“ ეთერში. 

მისივე თქმით, მეუფე პეტრეს უფრო მეტი სიბნელისკენ და უბედურებისკენ მიჰყავს ეკლესია.

 


თეგები :