• თბილისი
  • 8°C
  • 10 დეკემბერი, 2019
article

დიმიტრი ხუნდაძე: ვულოცავ საზოგადობას, რომ პარლამენტი აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე

„ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაეშალა დესტრუქციული გეგმა. ვულოცავ საზოგადოებას და ვულოცავ ქართველ ხალხს, რომ ქვეყანა ივლის სტაბილურად, ეყოლება ძლიერი მთავრობა“, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა.

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, პარლამენტში ყველას ეყოლება საკუთარი წარმომადგენელი და ვინ იქნება ეს, გადაწყვეტს ქართველი ხალხი.

„ვულოცავ საზოგადოებას, რომ პარლამენტი აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე და მხარი დაუჭირა ქვეყნის სტაბილურ, გრძელვადიან განვითარებას“, – განაცხადა ხუნდაძემ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.  

დიმიტრი ხუნდაძე ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომელმაც პროპორციული სისტემის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.