• თბილისი
  • 10°C
  • 09 დეკემბერი, 2019
article

"ძალიან მძიმე ზამთარი დგება ბიძინა ივანიშვილისთვის"

ძალიან მძიმე ზამთარი დგება ბიძინა ივანიშვილისთვის, - განაცხადა „ნაციონალური მოძარაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.

“ძალიან მძიმე ზამთარი დგება ბიძინა ივანიშვილისთვის. მას ჰქონდა რეალური შანსი, რომ 2020 წლამდე ყოფილიყო ხელისუფლებაში და 2020 წელს უკვე გადაებარებინა ხელისუფლება მშვიდობიანად იმ პარტიებისთვის ან პარტიისთვის ვინც გაიმარჯვებდა არჩევნებში. მაგრამ დღეს მან თვითონ გააკეთა არჩევანი. ჩვენ არ გაგვიკეთებია. ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიაში ვიყავით შესული და ვემზადებოდით მომავალი წლის არჩევნებისთვის, რომელიც უნდა ჩატარებულიყო პროპორციული სისტემით”, - თქვა უდუმაშვილმა.

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა შეკრება და ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც დღის პირველ ნახევარში, პარლამენტმა ქართული ოცნების მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო, რომელიც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა, სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, ლეობორისტული პარტიის ოფისში პოლიტიკური კონსულტაციის შემდეგ, ერთობლივი სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს და მთავარ მოთხოვნებზე ჩამოყალიბდნენ. ოპოზიციის სრული სპექტრი „გარდამავალი მთავრობის“ პირობებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე შეთანხმდა, რისთვისაც, მათივე თქმით, „ეროვნული თანხმობის კომიტეტი“ შეიქმნება.


თეგები :