• თბილისი
  • 10°C
  • 14 დეკემბერი, 2019
article

„გიორგი რურუას იარაღი შს მინისტრის პირველი მოადგილის, კახა საბანაძის ბრძანებით ჩაუდეს“ - სპეციალური თათბირი დაკავებამდე მცირე ხნით ადრე

ახალი სკანდალური დეტალები მთავარი არხის ერთერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას დაკავების შესახებ. 

პრესა.ჯის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, გიორგი რურუას, ცეცხლსასროლი იარაღი შს მინისტრის პირველი მოადგილის, კახა საბანაძის პირადი ბრძანებით ჩაუდეს. 

კახა საბანაძე დღემდე რჩება შს ფაქტობრივ მინისტრად. ის სისხლიან ჯალათად წოდებული პრემიერის, გიორგი გახარიას კადრად ითვლება. 

გიორგი რურუა, აქციებს პირველივე დღიდან შეუერთდა. ის გვერდით ედგა ყველას, ვისაც მისი დახმარება სჭირდებოდა. სწორედ ეს გახდა მთავარი საფუძველი იმისა რომ მისთვის რეჟიმს იარაღი ჩაედო. 

შესაბამისად, შს მინისტრის პირველი მოადგილის, კახა საბანაძის თანხმობით დაიგეგმა გიორგი რურუას დაკავების ოპერაცია, თითქოსდა იარაღის უკანონო ტარება-შენახვის ფაქტზე.

საბანაძემ რურუას დასაკავებლად სპეციალური ბრძანება გასცა, სადაც თქვა რომ „მისი განეიტრალება საჭიროა“.

შს სამინისტრო იარაღის ჩადების ფაქტს უარყოფს და აცხადებს რომ გიორგი რურუას იარაღთან ერთად თურმე, ე.წ. „მაყუჩიც“ ჰქონდა. 

თუმცა, პროცესუალურ დარღვევებსა და შეუსაბამობებზე, რურუას ადვოკატი კონკრეტული მაგალითებით საუბრობს.

„გაუგონარ სითავხედეს აქვს ადგილი გიორგი რურუასთან დაკავშირებით. მას არც კი ჩაუტარეს ჩხრეკა, უბრალოდ უთხრეს რომ თითქოსდა “თან ქონდა” ცეცხლსასროლო იარაღი. პოლიციაში იძულებით და ისე რომ არანაირი ოქმი არ შეუდგენიათ, აუღეს დნმ-ის ნიმუში (იარაღზე დასატანად). ხოლო, დაკავებიდან რამდენიმე საათი მისი ავტომობილი ყავდათ პოლიციელებს, მხოლოდ ამის შემდეგ ჩაატარეს ჩხრეკა და იმ სავარძლის ქვეშ, რომელზეც პოლიციელი იჯდა, “იპოვეს” მაყუჩი.

დაკავებისთანავე გიორგიმ მოითხოვა ადვოკატთან დარეკვა, თუმცა არ დაარეკინეს არსად, მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გავიგე მისი დაკავების შესახებ. პირად ჩხრეკას (რეალურად არანაირი ჩხრეკა არ ჩატარებულა, უბრალოდ ოქმი აქვთ შედგენილი) არ დაასწრეს არავინ, არადა დაკავებისას ორ პირთან ერთად იყო.

გიორგი 17 ნოემბრის დილიდან საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა, სადაც გაათენა ღამე და შუადღეს წავიდა სახლში რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. მას თან ახლდა პირადი მცველი, რომელიც კანონიერად ატარებს იარაღს. ამ პირობებში რომ რურუას იარაღი ქონდა, ამ ვერსიას ალბათ სულელიც ვერ დაიჯერებს.

რაც შეეხება თავად გიორგის, ის რა თქმა უნდა მხნედ არის. დამაბარა რომ ბრძოლა რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ გრძელდება, ერთად ერთის წინააღმდეგ! ის უბრალოდ წუხს, რომ სანამ ტყვეობაშია, ვეღარ მიიღებს მონაწილეობას აქციებში.

ძალიან ღირსეული, პრინციპული და პატრიოტი მოქალაქეა. ნუ, პატიმრობა რომ მას ვერ გატეხს, არც კი საჭიროებს ახსნას. დარწმუნებული ვარ ძალიან მალე გამოაშკარავდება ყველაფერი და გაირკვევა ვინ მონაწილეობდა მისთვის იარაღის ჩადებაში“ - აცხადებს დიტო საძაგლიშვილი.

შეგახსენებთ რომ მთავარი არხის ერთერთი დამფუძნებელი, გიორგი რურუა გუშინ იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.


თეგები :