• თბილისი
  • 5°C
  • 06 დეკემბერი, 2019
article

სოფო კილაძე: საბოლოო ჯამში, ჯოჯოხეთში ოპოზიცია თავად მოხვდება

„საბოლოო ჯამში, ჯოჯოხეთში ოპოზიცია თავად მოხვდება, რადგან დიდ რუსთაველს თუ დავესეხებით, ბოროტს კეთილი ამარცხებს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფო კილაძემ განაცხადა.

კილაძის თქმით, ოპოზიციას რა ბერკეტებიც შემორჩათ, იმ ბერკეტებით ცდილობენ ძალადობის გაგრძელებას.

„2012 წლიდან ვისმენთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას" დაასრულებს, მაგრამ რეალურად რასაც ვხედავთ, ისინი რა მოძალადეებიც იყვნენ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ახლაც იგივეს აგრძელებენ. უბრალოდ, მათ ბერკეტები აღარ აქვთ და რა ბერკეტიც შემორჩათ, იმას იყენებენ. ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ჯოჯოხეთში ისინი თავად მოხვდებიან, რადგან დიდ რუსთაველს თუ დავესეხებით, ბოროტს კეთილი ამარცხებს“, - განაცხადა კილაძემ.


თეგები :