• თბილისი
  • 18°C
  • 28 ოქტომბერი, 2020
article

„რია ნოვოსტი“: დეკემბერში თბილისში რუსული კულტურისა და ენის ცენტრი გაიხსნება

პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ დეკემბერში თბილისში რუსული კულტურისა და ენის ცენტრი გაიხსნება, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია, „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

კარასინის თქმით, ახალი ცენტრი ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესებასა და გაღრმავებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. 

„ახალი ცენტრის გახსნა თბილისში უდავოდ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის. იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში დაგეგმილი რუსული დელეგაციის ვიზიტი ცენტრის გახსნაზე ინცინდენტების გარეშე ჩაივლის“, - აცხადებს კარასინი. 


თეგები :