• თბილისი
  • 18°C
  • 28 ოქტომბერი, 2020
article

შს ფაქტობრივი მინისტრის ქვისლები, რომლებიც პოლიციის მაღალჩინოსნები არიან, ოპოზიციის მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან

შს ფაქტობრივი მინისტრის, კახა საბანაძის ქვისლები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან. 

კახა საბანაძე სისხლიან ჯალათად წოდებული გიორგი გახარიას კადრია. სწორედ მისი გავლენით ინარჩუნებს ის შს მინისტრის პირველი მოადგილის პოსტსა და შესაბამისად, გავლენებს...

კერძოდ: კახა საბანაძის ქვისლია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილე, რამაზ ჩოჩიშვილი. 

შს ფაქტობრივი მინისტრის, საბანაძის ქვისლია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, კონსტანტინე ანანიაშვილიც. 

ჩოჩიშვილი და ანანიაშვილი მონაწილეობდნენ 18 და 25 ნოემბრის მშვიდობიანი მიტინგის დარბევებში. ისინი მომიტინგეების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკითა და აგრესიით გამოირჩევიან. 

რაც შეეხება კახა საბანაძეს, ის შსს-ში შეიძლება ითქვას, რომ მინისტრ გომელაურზე მეტად გავლენიანია. 

მეტიც, იმის გამო რომ საბანაძე გახარიას კადრია, ხოლო სისხლიან ჯალათსა და გომელაურს შორის ფარული დაპირისპირებაა, კახა საბანაძე მინისტრის მიმართ აგდებული დამოკიდებულებით გამოირჩევა, რომელსაც ახლო გარემოცვასთან არც მალავს.


თეგები :