• თბილისი
  • 18°C
  • 28 ოქტომბერი, 2020
article

„არავითარი პოლარიზაცია არ არსებობს, არსებობს „ნაცმოძრაობა“ და მათი მშიშარა ბელადი, რომელიც ვერ ჩამოდის“

„არავითარი პოლარიზაცია არ არსებობს, არსებობს „ნაცმოძრაობა“ და მათი მშიშარა ბელადი, რომელიც ვერ ჩამოდის“, – განუცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს.

ჟურნალისტებმა მას კითხვა დაუსვეს ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზეც, რომელზეც ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციას დიპკორპუსის თანხლებით შეხვდებიან და განხილვის საგანი მათ შორის, „გერმანული მოდელიც“ იქნება. მედია დაინტერესდა, არის თუ არა ეს ხელისუფლების უკანხდახევა.

„კიდევ ერთხელ შეხვდებიან და აუხსნიან უკვე ოფისის პირობებში, რომ არ შეესაბამება „გერმანული მოდელი“ კონსტიტუციას, სულ ეს არის“, – განაცხადა წულუკიანმა.

მან მოუწოდა ოპოზიციას, არჩევნებისთვის მოემზადონ.

„ხალხი იტყვის თავის სათქმელს 2020-ში, უნდა დაბრუნდნენ თუ არა „ნაციონალები“ ხელისუფლებაში. ეგებ, საქართველოს ამომრჩეველი გაისად ამბობს, რომ „ნაციონალები“ უნდა დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. რატომ არ უნდათ მოემზადონ არჩევნებისთვის. მაგრამ, მათ როგორც ჩანს იციან, რომ არჩევნებით დიდი მომავალი არ აქვთ. არავითარი პოლარიზაცია არ არსებობს, არსებობს „ნაციონალური მოძრაობა“, მათი შორს მყოფი მშიშარა ბელადი, რომელიც ვერ ჩამოდის და არსებობენ ამ პარტიასთან ასოცირებული მათი ყოფილი ნაწილები, დანაყოფები და ასე შემდეგ“, – განაცხადა წულუკიანმა.


თეგები :