• თბილისი
  • 26°C
  • 24 სექტემბერი, 2020
article

"ერთპიროვნული მმართველი არასდროს ვყოფილვარ და არც ვაპირებ რომ ვიყო"

ერთპიროვნული მმართველი მე არც არასდროს ვყოფილვარ და არც ვაპირებ რომ როდესმე ვიყო - ასე ეხმიანება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "მთავარი არხის" ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მონოლოგს, სადაც ის ამბობს, რომ "მიხეილ სააკაშვილი ვერასდროს ვეღარ მოვა ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველად".

"ელიტურობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანთა ჯგუფი დროა მიხვდეს, რომ არაფრით არ დგას ქართველ ხალხზე მაღლა და ვინ უნდა მოვიდეს და ვინ არა ამას წყვეტს ქართველი ხალხი და არა რომელიმე ივანიშვილის სასარგებლო იდიოტი ან სხვა ცალკე აღებული ცნობადი სახე.

თუნდაც ნიჭიერი ჟურნალისტობა არ გაძლევს უფლებას ქართველ ხალხს მოახვიო შენი აზრი. Edison research-ის გამოკითხვაში ხალხის 60%-მა გაბედა და თქვა, რომ სურს ჩემი დაბრუნება საქართველოში.

ერთპიროვნული მმართველი მე არც არასდროს ვყოფილვარ და არც ვაპირებ რომ როდესმე ვიყო. და დაიმახსოვრეთ - ხალხის ენერგიას ვერანაირი პერო ვერ დაუდგება წინ", - წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე.


თეგები :