• თბილისი
  • 15°C
  • 19 თებერვალი, 2020
article

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთი მუდამ მხარს უჭერდა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას. გერმანია და საფრანგეთი კი რუსეთის შიშით ვერ ბედავენ ამ ნაბიჯის გადადგმას

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლეთ ჩავუშოღულს თქმით, თურქეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას, ხოლო გერმანია და საფრანგეთი მუდამ ამ საკითხის გვერდის ავლას ცდილობენ, რუსეთის უკმაყოფილების შიშით.

აღნიშნულთან დაკავშირებით მევლეთ ჩავუშოღლუმ გერმანულენოვან გამოცემა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.

"თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, ხოლო გერმანია და საფრანგეთი ვერ ბედავენ ამ ნაბიჯის გადადგმას, რუსეთის უკმაყოფილების გამოწვევის შიშით", - თქვა ჩავუშოღლუმ.


თეგები :