• თბილისი
  • 19°C
  • 30 სექტემბერი, 2020
article

აი რატომ არ აკავებენ მოძალადე დეპუტატს - თარაშ შურღაიას ხელმოწერით, შს მინისტრის პირველ მოადგილეს, კახა საბანაძეს თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო ქონება აჩუქეს

მოძალადე დეპუტატის, თარაშ შურღაიას ხელმოწერით, შს მინისტრის პირველ მოადგილეს, კახა საბანაძეს თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო ქონება აჩუქეს.

პრესა.ჯიმ მოიპოვა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ირკვევა რომ თბილისის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, შს მინისტრის პირველ მოადგილეს, კახა საბანაძეს თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი გადაუფორმა. 

კერძოდ, 2017 წლის 31 ივლისს, საკუთრების უფლების კომისიამ, რომელსაც იმ მომენტში თარაშ შურღაია ხელმძღვანელობდა, კახა საბანაძეს საკუთრებაში გადასცა 123 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც თბილისში, კრწანისის 49 ნომრის მიმდებარედ მდებარეობს. 

ამავე დოკუმენტიდან ირკვევა რომ მანამდე, შს მინისტრის პირველ მოადგილეს ეს ნაკვეთი თვითნებურად ჰქონდა დაკავებული და შეჭრილი იყო სახელმწიფო საკუთრებაში. 

ცნობისთვის, ის ტერიტორია, სადაც საბანაძეს სახელმწიფომ ფაქტობრივად ქონება აჩუქა, პრესტიჟულ ადგილას მდებარეობს. 

თუმცა, ამ გარემოებას ხელი არ შეუშლია იმისათვის რომ ისედაც გავლენიან და მდიდარ საბანაძეს მორიგი ქონება ჩაეგდო ხელში. 

უფრო მეტიც: დიდი ალბათობით, კახა საბანაძეს სწორედ იმიტომ დაუმტკიცეს სახელმწიფო ქონება რომ ის არა "უბრალო მოკვდავი", არამედ, ივანიშვილის რეჟიმის ერთერთი დასაყრდენი და შს მინისტრის პირველი მოადგილეა.

საბანაძისთვის სახელმწიფო საკუთრების გადაცემის დოკუმენტს სხვებთან ერთად ხელს თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილზე ორგანიზებული თავდასხმის მონაწილე, თარაშ შურღაია აწერს. 

შესაბამისად, თუნდაც ამ ფაქტით ხდება ცნობილი, თუ რატომ შეიძლება არ აკავებდნენ დეპუტატს, რომელიც ჯგუფურად და წინასწარ განზრახვით დაესხა თავს კოლეგას.


თეგები :