• თბილისი
  • 22°C
  • 20 ოქტომბერი, 2020
article

კალაძე მარგველაშვილზე: პოლიტიკურ პლასტელინს არა მგონია, სხვადასხვა პარტიასთან მიკედლების პრობლემა ჰქონდეს

პოლიტიკურ პლასტელინს არა მგონია, სხვადასხვა პარტიასთან მიკედლების პრობლემა ჰქონდეს, - ასე ეხმიანება თბილისის მერი კახა კალაძე ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, რომ ის აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება.

„რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება პოლიტიკაში, მე მივესალმები ამას, თუმცა კონკრეტულად ამ შემთხვევაში და იმ განცხადებებზე, რაც მარგველაშვილისგან მოვისმინეთ, გეტყოდით იმას, რომ პოლიტიკურ პლასტელინს არა მგონია, რაიმე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან მიკედლების, მათ შორის სააკაშვილთან. ვნახოთ, რა მოხდება“, – თქვა კალაძემ.

გიორგი მარგველაშვილმა 17 თებერვალს Twitter-ზე დაწერა, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ქართულმა ოცნებამ ავტორიტარიზმისკენ სვლის წითელი ხაზები გადაკვეთა, ის აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება.


თეგები :