• თბილისი
  • 6°C
  • 07 აპრილი, 2020
article

პარლამენტმა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძე დაამტკიცა

პარლამენტმა გენერალურ პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა.

გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრის შედეგად, დეპუტატებმა ცოტა ხნის წინ მიიღეს. მის დამტკიცებას 82 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, არც ერთის წინააღმდეგ. 

გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე ერთი კანდიდატურა, ირაკლი შოთაძე იყო წარდგენილი. 

ირაკლი შოთაძე თანამდებობას 6 წლის ვადით დაიკავებს.

იურისტ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს  საჯარო სამართლის იურიდიულმა  პირმა "საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა" წარუდგინა.

2018 წლის 31 მაისს, მას შემდეგ რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა, მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომის მოთხოვნით, საზოგადოება პროკურატურასთან აქცია გამართა. გარდაცვლილი დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პროკურატურას რეალური მკვლელების მფარველობაში ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ პროკურატურამ მტკიცებულებები დამალა და გამოძიება პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის მირზა სუბელიანის გავლენის ქვეშ მიმდინარეობდა.

მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქციის მიმდინარეობის დროს, მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ გამოძიება ობიექტურად და სამართლიანად წარიმართა და პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებდა.

ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში 2018 წლის 31 მაისს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა. ის ამ თანამდებობაზე 2015 წლის 27 ნოემბერს დაინიშნა.


თეგები :