• თბილისი
  • 26°C
  • 24 სექტემბერი, 2020
article

ფინანსთა სამინისტრომ ტანსაცმლის სარეცხი და ტანსაცმლის საშრობი მანქანები, ასევე წყლის გამაცხელებელი ავზები იყიდა - 7 მაისის უჩვეული ხელშეკრულება

ალბათ ცოტა გაკვირვებული დარჩებით, თუ გაიგებთ რომ სულ რამდენიმე დღის წინ, კერძოდ კი, 2020 წლის 7 მაისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ტანსაცმლის სარეცხი და საშრობი მანქანები, მაცივრები და წყლის გამაცხალებელი ავზები იყიდა.

კერძოდ: ხელშეკრულებიდან, რომელსაც ხელს აწერენ: ფინანსთა სმაინისტროს საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თეიმურაზ ფერაძე და შპს ტექნოჰაუსის დირექტორი, მეჰმედ მელექი, ვგებულობთ რომ: 

ფინანსთა სამინისტრომ, 2020 წლის 7 მაისს, შპს ტექნოჰაუსისგან 5 ერთეული ტანსაცმლის სარეცხი მანქანა, 5 ერთეული ტანსაცმლის საშრობი მანქანა, 5 ერთეული მაცივარი, 4 ერთეული 50 ლიტრიანი წყლის გამაცხელებელი ავზი და 1 ერთეული 100 ლიტრიანი წყლის გამაცხელებელი ავზი შეიძინა.

თუ რატომ გახდა აუცილებელი ფინანსთა სამინისტროსათვის ტანსაცმლის სარეცხი და საშრობი მანქანებისა და სხვა სახის საოჯახო ტექნიკის შესყიდვა, ამის შესახებ ხელშეკრულებაში ნათქვამი არაფერია. 

სამაგიეროდ, განმარტებულია რომ ფინანსთა სამინისტროს ეს შესყიდვა, საქართველოს ბიუჯეტს 11,000 ლარი დაუჯდა.