• თბილისი
  • 30°C
  • 14 აგვისტო, 2020
article

გორდონი: ვანო, თქვენ ჭკვიანი კაცი ხართ, ხომ იცოდით, რომ თქვენს წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყებოდა, რატომ არ წახვედით?

უკრაინელმა ჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა ვანო მერაბიშვილთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. 

გორდონი დაინტერესდა, თუ რატომ არ წავიდა ქვეყნიდან მერაბიშვილი მაშინ, როდესაც მთავრობა შეიცვალა, რადგან კარგად იცოდა, რომ მის წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყებოდა

“ვანო, თქვენ ჭკვიანი კაცი ხართ, ხომ იცოდით, რომ თქვენს  წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყებოდა, რატომ არ წახვედით?

- სავარაუდოდ, ეს ჩემი ხასიათია. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, რომ 6.9 წელს მომისჯიდნენ, ვფიქრობდი, რომ გაცილებით მალე გამათავისუფლებდნენ, რადგან მოვიგებდი ევროსასამართლოს და გამოვიდოდი. 

მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ეს არ იყო ჩემი შეცდომა. მათ ცხრაჯერ თქვეს უარი უდოზე. მე რომ წამეგო სტრასბურგში საქმე, უფრო მალე გამომიშვებდნენ. თითქმის 7 წელი ვიჯექი რვა კვადრატულ მეტრ ოთახში. 

უდოზე უარის მიზეზი გაინტერესებთ რა იყო? თურმე მე არ ვიცოდი ხატვა, არ ვთამაშობდი ინტელექტუალურ თამაშს “რა? სად? როდის?” და ა.შ. ხელისუფლება ინანებს, რომ ციხიდან გამომიშვა და ამაში მალე დარწმუნდებიან”


თეგები :