• თბილისი
  • 24°C
  • 16 აგვისტო, 2020
article

ამერიკის კონგრესმა, სანქციების შესახებ კანონპროეტი დაამტკიცა: საქართველოს, ოლიგარქიული მმართველობის გამო, ათეულობით მილიონი დოლარი გაუყინეს

ამერიკის კონგრესმა, ოლიგარქიული მმართველობის, დემოკრატიული რეფორმების არგაგრძელების, სასამართლო კონტროლისა და მედიის შეზღუდვის გამო, საქართველოს, 132 მილიონ დოლარიანი დახმარებიდან 15 პროცენტი გაუყინა. 

 

ეს კი იმას ნიშნავს რომ ამერიკელი მეგობრებისგან საქართველო საშუალოდ 61 მილიონ ლარსვეღარ მიიღებს, რისი მიზეზიც ქართული ოცნების არადემოკრატიული მმართველობაა. 

 

დოკუმენტში პირდაპირ არის საუბარი, რომ სანქციას საფუძვლად უდევს საქართველოსმთავრობის მხრიდან დემოკრატიული რეფორმების არ ჩატარება, კორუფცია, სასამართლოშიჩარევა, მედიაზე, სამოქალაქო საზაგადოებაზე და პოლიტიკურ პარტიებზე ზეწოლა დაოლიგარქის არაფორმალური გავლენა მთავრობაზე. 


მეტიც, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს სანქცირება გაგრძელდება იქამდე, სანამდემოკრატიული რეფორმები არ ჩატარდება და ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფოდეპარტამენტი არ მოახსენებს საკანონმდებლო ორგანოს.

 

კანონმდებლობის მიხედვით, სანქციებს ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს. 

 

ამავე დროს, წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული კანონის შინაარსის შეცვლაარცერთ სახელისუფლებო შტოს არ შეუძლია. 


თეგები :

სანქციები