• თბილისი
  • 23°C
  • 22 სექტემბერი, 2020
article

"თურქეთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია... შეშფოთებული ვარ დეზინფორმაციით, რომ თითქოს აჭარა საფრთხის ქვეშაა"

უფრო და უფრო მეტად შეშფოთებული ვარ ზოგიერთის მიერ გავრცელებული აშკარა დეზინფორმაციით, რომლებიც ირწმუნებიან, რომ აჭარა თურქეთის მხრიდან საფრთხის ქვეშაა, - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი, კონგრესის აშშ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ადამ კინზინგერი მიმართვას Twitter-ზე ავრცელებს.

"ზედაპირზევე ჩანს, რომ ეს მტკიცება უაზრობაა. თურქეთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია საქართველოსა და შეერთებული შტატებისთვის. თუმცა, უმთავრესად შეშფოთებული ვარ იმით, რომ ეს არის რუსეთის მცდელობა საქართველოს ტერიტორიების მესამედის ოკუპირებიდან ყურადღება გადაიტანოს დასაქართველოსთვის მომავალ მნიშვნელოვან არჩევნებში ჩაერიოს. 

მოვუწოდებ ყველა პარტიას ნებისმიერი უცხოური ფინანსური მხარდაჭერის შესახებ ცნობა გამჭვირვალე გახადონ და თავი შეიკავონ შუღლის გამაღვივებელი და საშიში რიტორიკისგან. მსოფლიო უყურებს, როგორ დგამს საქართველო ამ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დემოკრატიისთვის და იმედი მაქვს, რომ მათი არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის არჩევანის გამომხატველი“, - წერს კიზინგერი.


თეგები :