• თბილისი
  • 23°C
  • 28 სექტემბერი, 2020
article

"ლუგარის ლაბორატორიაზე შეტევა, საქართველოს დაშინების მორიგი მცდელობაა"

საქართველოს პრეზიდენი სალომე ზურაბიშვილი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურიებს მიერ ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერშეტევას ანტიჰუმანურ აქტად აფასებს.

მისი თქმით, ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევა, მით უფრო დღეს, პანდემიის პირობებში, როცა ლაბორატორიის როლი უმნიშვნელოვანესია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის საქმეში, ანტიჰუმანურ აქტად უნდა შეფასდეს.

პრეზიდენტი მოუწოდებს ყველა შესაბამის სტრუქტურას უახლოეს დროში მოხდეს ლუგარის ცენტრზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიება.

„ცხადია, შეტევის მიზანი მხოლოდ ლაბორატორიის პარალიზება არ ყოფილა. ერთი მხრივ, ეს საქართველოს დაშინების მორიგი მცდელობაა. ასევე, ნიშანდობლივია და მთელ რიგ კითხვებს ბადებს თავდასხმისათვის შერჩეული დრო და ის უსუსური მინიშნებები და მცდელობები, რაც პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით გამოიყენა რუსულმა მხარემ ალექსეი ნავალნის მოწამვლისას გამოყენებული ნივთიერების წარმომავლობასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა ლუგარის ცენტრის მონაცემთა ბაზებზე კიბერშეტევა განახორციელეს და დოკუმენტაცია მოიპოვეს.


თეგები :