• თბილისი
  • 23°C
  • 20 ოქტომბერი, 2020
article

"საერთოდ არ ვხედავ პარტიულ კოალიციას, არ მჯერა პოლიტიკური პარტიების და პარტიუკების"

საერთოდ არ ვხედავ პარტიულ კოალიციას, საერთოდ არ მჯერა პოლიტიკური პარტიების და პარტიუკების. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა კოალიციურ მთავრობაზე საუბრისას "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მას სჯერა სახელმწიფოებრივი აზროვნების, ინოვაციების, ფართო ხედვის და პატრიოტიზმის.

"მე ვხედავ კოალიციას საზოგადოების, მე საერთოდ არ ვხედავ პარტიულ კოალიციას, მე საერთოდ არ მჯერა პოლიტიკური პარტიების და პარტიუკების. საერთოდ არ მჯერა, ზოგადად, პოლიტიკანობის და პოლიტიკოსობის, ვიწრო გაგებით. მე მჯერა სახელმწიფოებრივი აზროვნების, მე მჯერა ინოვაციების, მე მჯერა ფართო ხედვის და პატრიოტიზმის, მე მჯერა ფართო საზოგადოებრივი ძალების გაერთიანების", - განაცხადა სააკაშვილმა.


თეგები :