• თბილისი
  • 8°C
  • 30 ნოემბერი, 2020
article

"ხელი არ წაგიცდეს არჩევნების გაყალბებაზე, შენი ქურდული ხელი"

ხელი არ წაგიცდეს არჩევნების გაყალბებაზე, შენი ქურდული ხელი. ასე მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს ზუგდიდში, ენმ-სა და ძალა ერთობაშიას შემაჯამებელ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

"ჩვენ ვემზადებით ამ გაყალბების შესაჩერებლად და დიდი გამარჯვებისთვის. მინდა ვუთხრა ივანიშვილს - ხელი არ წაგიცდეს გაყალბებაზე, ხელი არ წაგიცდეს, შენი ქურდული ხელი, ქართველი ხალხის თავისუფლების მოპარვაზე. იმიტომ რომ, იცოდე, თუ აქამდე მზად ვართ, ყველაფერი გაპატიოთ, მე პირადად, თუ აქამდე მზად ვართ, ყველაფერზე თვალი დავხუჭოთ, ოღონდ გვერდზე გაიწიოთ, დაგვაცადოთ, ამოგვასუნთქოთ ხალხს და მისცეთ საშუალება განვითარების და წინსვლის, ამ დანაშაულს საქართველო არასდროს არ გაპატიებს.

შეხედე კარგად ზუგდიდს და დაიმახსოვრე ხუთ დღეში ან წყნარად ჩაჩოჩდები ხელისუფლებიდან ან ნამდვილად არ შემშურდება შენი ბედის, არცერთ მომავალ თაობას. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი, სამაგალითო თქვენი ბედი, საქართველოს ისტორიაში,"- ამბობს, მიხეილ სააკაშვილი.


თეგები :