• თბილისი
  • 7°C
  • 05 დეკემბერი, 2020
article

"ოცნების შტატებსა და სხვადასხვა შენობებში ტომრებით იქნა შეტანილი სურსათ-სანოვაგე, რათა დაიწყოს ამომრჩევლის მოსყიდვა"

ოზურგეთის სარიტუალო დარბაზში ტომრებით სურსათ-სანოვაგე შეიტანეს, რათა დაიწყოს ამომრჩევლის მოსყიდვა. აცხადებს ევროპული საქართველოს გურიის მაჟორიტარობის კანდიდატი, ხათუნა გოგორიშვილი.

გოგორიშვილის თქმით, გუშინ, ქართული ოცნების შტაბები და სხვადასვხა ობიექტები გაივსო სურსათ-სანოვაგე ტომრებით, რომელთაც ხელისუფლება დაურიგებს მოსახლეობას.

გოგორიშვილა აღნიშნა, რომ ეს არის პირდაპირი მოსყიდვა და სისხლის სამართლის დანაშაული.

გუშინ, ღამე, ოზურგეთის სარიტუალო დარბაზის შენობაში ტომრებით იქნა შეტანილი სურსათ-სანოვაგე. ეს არ არის გამონაკლისი, ოცნების შტაბები და სხვადასხვა შენობები გუშინ ღამე მსგავსი ტომრებით გაივსო, იმისთვის, რომ დაიწყოს მოსყიდვა და ამომრჩევლისთვის დარიგება.

მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული სარიტუალო სახლის დირექტორმა, ნათია ღლონტმა განაცხადა, რომ ეს პროდუქტი განსაზღვრულია საბავშვო ბაღებისთვის და დღეს დილიდან საბავშვო ბაღები თავის კუთვნილ სანოვაგეს წაიღებენ. მას შემდეგ რაც დავუკავშრიდით ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს ოზურგეთში, მაკა ჭყონიას, მან განაცხადა, რომ არანაირ ბაღებს და ბაღების სააგენტოს აღნიშნულ პროდუქტებთან არ აქვს შეხება და საერთოდ წარმოადგენა არ აქვს რა პროდუქტებზეა საუბარი. როგორც ყველაფერში, ამაშიც უნიათოები არიან და ერთმანეთში მესიჯების შეთახმებასაც ვერ ახერხებენ ქართული ოცნების წარმომადგენლები. 

ეს არის ერთი მაგალითი, რომელიც არის ასეულობით მთელი საქართველოს მასშტაბით, გუშინდელი ღამე და დღევანდელი ღამე ქართულ ოცნებას აქვს განსაზღვრული პროდუქტების მობილიზაციისთვის და შემდეგ მის დასარიგებლად, მაგრამ ვერანაირი მაკარონით, ვერანაირი ზეთით და ვერმიშელით ვერ გაანეიტრალებენ იმ რვა წლიან ჩაფლავებულ პოლიტიკას, რომელიც მათ ჰქონდათ ამ ხნის განმავლობაში. ვერც სიღარიბეს უშველიან 2 კილო მაკარონით, ვერც ფასებს შეცვლიან 1 ბოთლი ზეთით და ვერანაირად ვერ დაიმსახურებენ ქართველი ამომრჩევლის მხარდაჭერას.

ასე რომ შეწყვიტონ მოსყიდვა, ეს არის პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაული და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ასეთი უკანონო ქმედებებით, როგორც ზეწოლით, ასევე მოსყიდვით, აპირებს ამომრჩეველზე ზეწოლას, ყველა მათგანს კანონის შესაბამისად მოეთხოვებათ პასუხი", - განაცხადა გოგორიშვილმა. 


თეგები :