• თბილისი
  • 7°C
  • 04 დეკემბერი, 2020
article

საქართველოში დღეს ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩამოდის

საქართველოში დღეს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჩამოდის. მაიკ პომპეოს თვითმფრინავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღის მეორე ნახევარში ელოდებიან.

ოფიციალურ შეხვედრებს, ქვეყნის პრემიერთან, პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე პატრიარქთან ამერიკის პირველი დიპლომატი მეორე დღისთვის გეგმავს. გათვალისწინებულია აუდიენცია სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთანაც.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ორდღიანი ვიზიტი 7 ქვეყანაში დაგეგმილი 10-დღიანი ტურნეს ფარგლებში დაიგეგმა. ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ განსახილველი თემები განსხვავებული იქნება თითოეული ქვეყნის შემთხვევაში. საქართველოში ამერიკის პირველი დიპლომატი თურქეთიდან ჩამოვა, თბილისიდან კი ისრაელში გაემგზავრება.


თეგები :