• თბილისი
  • 8°C
  • 30 ნოემბერი, 2020
article

"ქართული ოცნება" მეორე ტურს უტარებს, ფაქტობრივად, საკუთარ თავს"

ოპოზიციის კანდიდატები არჩევნებში არ მონაწილეობენ და მომხრეებს მოუწოდებენ, არ მივიდნენ არჩევნებზე. ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობის ნაცვლად ოპოზიცია ხვალ აქციას გეგმავს. აქციის ფრომატი დღეს გააწყდება. "ლელოს" წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, სავარაუდოდ, ოპოზიცია პროტესტს ცოცხალი ჯაჭვის სახით გამოხატავს. 

"ქართული ოცნება" მეორე ტურს უტარებს, ფაქტობრივად, საკუთარ თავს. ამის პარალელურად, 21-ში დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის საპროტესტო ღონისძიებები. არის მსჯელობა და ვერსიები ერთიანი ჯაჭვის გაკეთებაზე და სხვადასხვა ტიპის პროტესტზე. მთავარია, რომ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი ძალიან დიდია, მთავარია, რომ ოპოზიცია მთავარი მოთხოვნის გარშემო არის გაერთიანებული და ითხოვს ხელახალ არჩევნებს, რაც არის ერთადერთი გამოსავალი ამ ძალიან რთული და კრიზისული სიტუაციიდან“,-განაცხადა საბა ბუაძემ.


თეგები :