• თბილისი
  • 11°C
  • 27 იანვარი, 2021
article

"ზოგიერთმა უცხოელმა ისიც იკადრა, თქვენთან ხომ 30 წელია ყალბდება არჩევნებიო. აბა მე სრული კრეტინი ვიყავი, რომ გადავეცი ძალაუფლება?!"

მიხეილ სააკაშვილი განცხადებას აკეთებს:

"ზოგიერთმა უცხოელმა ისიც იკადრა, თქვენთან ხომ 30 წელია ყალბდება არჩევნებიო. კი მაგრამ, 30 წელი რას ნიშნავს, აბა მე ვინ ვარ აქ, ვზივარ და სრული კრეტინი ვიყავი, რომ გადავეცი ძალაუფლება?! ამიტომ უნდა ვუმეოროთ უცხოელებსაც, რომ ასეთი შეურაცხყოფა არ მოგვაყენონ. ქართველი ერი არ არის ჩამორჩენილი ერი, რომელსაც უნდა უთხრა, “ჩვენთან არ მოსულა, მაგრამ თქვენთან მოსულა, თქვენ ხომ ველურები ხართ, თქვენ ხომ ტყეში ცხოვრობთ და თქვენთან ტომის ბელადი ყოველთვის ამას აკეთებდა”. ეს არ უნდა შევარჩინოთ არც შიდას და არც უცხოელს არავითარ შეთხვევაში, თუმცა ძირითადად ყველას უკვე ესმის რა მოხდა, მათ შორის, უცხოელებსაც," - განაცხადა სააკაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში.

 


თეგები :