• თბილისი
  • 11°C
  • 27 იანვარი, 2021
article

"მას აქვს პრემიერობის სურვილიც. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მისი ოთხწლიანი ვადა მერობაზე იწურება"

 თბილისის მერს კახი კალაძეს პრემიერმინისტრობა სურს - ამის შესახებ ინფორმაციას "ლელოს" წევრმა ანი მიროტაძემ ტელეკომპანია მთავარი არხის ეთერში გააჟღერა. მისი თქმით, კალაძეს მერობის ვადა უკვე ეწურება და ახალი პოლიტიკური გამოწევვების სურვილი აქვს:

 

 

 "ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მას აქვს პრემიერობის სურვილიც. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მისი ოთხწლიანი ვადა მერობაზე იწურება, როგორც ჩანს, ახალი გამოწვევა აქვს. გუნდიც ჰყავს, დაახლოებით 20 დეპუტატი პარლამენტში - ირაკლი ზარქუა, ირმა ზავრადაშვილი, ასევე კალაძის ყოფილი მოადგილე მაია ბითაძე, ლევან კობიაშვილი - "სპორტსმენების ქვოტა მთლიანად მისია" - განაცხადა მიროტაძემ. 

 


თეგები :