• თბილისი
  • °C
  • 04 მარტი, 2021
article

გვაინტერესებს 4 მოთხოვნაზე რამდენად აქვს "ოცნებას" სერიოზული მზაობა - ელისაშვილი

   პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი "ქართული ოცნებასთან" შეხვედრის წინ აცხადებს, რომ აინტერესებთ მოლაპარაკებების წინა ოთხი რაუნდის შემთხვევაში დასახელებულ 4 მოთხოვნაზე რამდენად სერიოზული მზაობა აქვს მმართველ პარტიას. 

  "4 მოთხოვნა რაც იყო მოლაპარაკების 4 რაუნდის განმავლობაში, ამ ოთხ საკითხთან დაკავშირებით რამდენად აქვს სერიოზული მზაობა ქართულ ოცნებას ეს გვაინტერესებს, ამ პუნქტების შეუსრულებლობის გარეშე ჩვენ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, განსაკუთრებით, ჩვენთვის პრიორიტეტულია პოლიტპატირმები, საარჩევნო სისტემის ცვლილება და საარჩევნო ადმინისტრაციის სრული რეფორმირება", - თქვა ალეკო ელისაშვილმა. 


თეგები :