• თბილისი
  • °C
  • 04 მარტი, 2021
article

2 ახალი სახე - ღარიბაშვილის კაბინეტში ცქიტიშვილი აღარ იქნება

ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში 2 ახალი სახე იქნება. თავდაცვის მინისტრად წარდგენილია მისივე ყოფილი მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, ხოლო მაია ცქიტიშვილს ირაკლი ქარსელაძე შეცვლის, რომელიც  ცქიტიშვილის მოადგილე იყო ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

მაია ცქიტიშვილმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს, მის თანაგუნდელებს, მედიას და თქვა, რომ პოლიტიკიდან მიდის. 

ღარიბაშვილის ინფორმაციით, სხვა ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში არ იგეგმება. 

მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უკვე წარუდგინეს პარლამენტს. ღარიბაშვილს და მის მინისტრებს ერთპარტიული პარლამენტი ორშაბათს დაამტკიცებს. 


თეგები :