• თბილისი
  • °C
  • 07 მარტი, 2021
article

"მე მადლობელი ვარ ბიძინა ივანიშვილის, რომელმაც მომცა საშუალება, შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ მემსახურა" - ირაკლი ღარიბაშვილ

 "ქართული ოცნების" პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლის დროს პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

 "ჩემთვის დიდი პატივი იყო თავდაცვის მინისტრად მუშაობა. მე ადრე, ერთი წლის წინ ამ ტრიბუნიდან სხვათაშორის გავაკეთე განცხადება, რომ, მაშინ, როცა ვიყავი პრემიერმინისტრი სათანადო ყურადღება, დრო ვერ დავუთმე ჯარის განვითარებას და ზოგადად ეს სისტემა ვერ შევიგრძენი ისე, როგორც საჭირო იყო. მე მადლობელი ვარ ჩვენი სამთავრობო გუნდის და ჩვენი ხელმძღვანელის, ყოფილი პრემიერმინისტრი, თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის, რომელმაც მომცა საშუალება, შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ მემსახურა და მემსახურა ჩვენი საამაყო ჯარისთვის",  - ირაკლი  ღარიბაშვილი


თეგები :